|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ეს არის ჩვენი წარმატება, ამხელა ბიუჯეტი ქუთაისს არ ქონია" - გიორგი ჭიღვარია

ეს არის ჩვენი წარმატება, ამხელა ბიუჯეტი ქალაქს არ ქონია - განაცხადა ქუთაისის მერმა. მისი თქმით,  ქუთაისის ბიუჯეტი წლის ბოლოს  2019 წლის ბიუჯეტი 70 მილიონს გადაცდება. 

 ვულოცავ ჩვწენს თანაქალაქელებს 2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცებას, ბიუჯეტში ყველა მიმართულებით ზრდა გვაქვს, განსაკუთრებით აღვნიშნავ სოპციალურ მიმართულებას, რომელიც 600 ათასი ლარით გაიზარდა, ინფრაქსტრუქტურამ  9 მილიონს გადააჭარბა, ეს რა თქმა უნდა ადგილობრივით, 55 მილიონს აკლია 25 ათასი ლრი წლის ბოლოს დაზუსტებისა და ტრანსფერების შედეგად ჩვენი ბიუჯეტია 70 მილიონს გადაცდება და ეს არის ჩვენი წარმატება, ამხელა ბიუჯეტი ქალაქს არ ქონია"-განაცხადა გიორგი ჭიღვარიამ ჟურნალისტებთნ კომენტირებისას. 

 რაც შეეხება კითხვას, რომ ხელფასების თითქმის ნახევარი ხელფასებში მიდის,  ქალაქის მერმა აღარ უპასუხა. 

შეგახსენებთ, დღეს ქალაქის საკრებულომ ქუთაისის 2019 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. ოპოზიციის შეფასებით, ბიუჯეტის ნახევარი ხელფასებზე იხარჯება და ეს არაა ქალაქის განვითარების ბიუჯეტი. ქუთაისის 2019 წლის ბიუჯეტი 54 960 000 ლარით განისაზღვრა. 

ავტორი: ირინა მაკარიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა