|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ეს ის ადამიანები არიან, ვინც აპროტესტებდა 121 ადამიანის საშიმშილოდ გამეტებას"

"ეს ის ადამიანები არიან, ვინც აპროტესტებდა 121 ადამიანის საშიმშილოდ გამეტებას და ისინი სწორედ საკუთარი პრინციპული და ადამიანური პოზიციის გამო ისჯებიან", - აცხადებს ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე გიგა შუშანია "მადლიერების სახლიდან" გათავისუფლებული  თანამშრომელების შესახებ.   დეპუტატებიის განცხადებით, ეს ადამიანები სამსახურიდან  ბენეფიციარების სიის შემცირების გაპროტესტების გამო გაუშვეს.

 

"იმის ნაცვლად, რომ "მადლიერების სახლის" ახალ ხელმძღვანელს გაჭირვებულთა კვების გაუმჯობესებაზე ეზრუნა, ჯერ გადაწყვიტა 121 ადამიანისთვის შეეწყვიტა საკვებით სარგებლობა და ისინი საშიმშილოდ გაწირა. ჩვენი პროტესტის და მერიის ადეკვატური რეაგირების გამო, ეს რომ არ გამოუვიდა, ეხლა პროფესიონალ კადრებს მიადგა (მათ დიდ ნაწილს უდიდესი გამოცდილება და ჯილდოებიც გააჩნია) და ყოველგვარი დასაბუთების გარეშე უპირებს უკანონოდ გათავისუფლებას. ეს ის ადამიანები არიან, ვინც აპროტესტებდა 121 ადამიანის საშიმშილოდ გამეტებას და ისინი სწორედ საკუთარი პრინციპული და ადამიანური პოზიციის გამო ისჯებიან. ეს ადამიანი ნამდვილად არ შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას და მისი მოსვლით არაჯანსაღი გარემო შეიქმნა მადლიერების სახლში, რაც მის მუშაობაზე უარყოფითად აისახება"- აცხადებს შუშანია.

შეგახსენებთ, დღეს ქუთაისის მერიის ააიპი "მადლიერების სახლიდან" 4 თანამშრომელი გაათავისუფლეს. მერიის განცხადებით, გათავისუფლდა მონიტორინგის ჯგუფის თანამშრომლები, რითაც საბიუჯეტო ხარჯები დაიზოგა.

 

ავტორი: ირინა მაკარიძე