|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ევროასამბლეა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს უპასუხოს ევროკავშირის 12 რეკომენდაციას

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომელშიც საქართველოზეცაა საუბარი. ასამბლეა მიესალმება საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს ნაკისრი ვალდებულებების შესრულების კუთხით და მოუწოდებს ყველა პოლიტიკურ ძალას, შეასრულომ ამ რეზოლუციაში გამოთქმულ რეკომენდაციები და შეშფოთებები.

"ამ მხრივ, იგი კვლავ შეშფოთებულია ქვეყანაში არსებული უკიდურესი პოლიტიკური პოლარიზაციის გამო, რაც გავლენას ახდენს რეფორმებზე და დაინტერესებული მხარეების მონაწილეობაზე რეფორმებში, რომლებიც საჭიროა ქვეყნის შემდგომი დემოკრატიული კონსოლიდაციისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის.

ასამბლეა მოუწოდებს ხელისუფლებას, განახორციელოს საფუძვლიანი, სასამართლო სისტემის რეფორმების დამოუკიდებელი შეფასება მომავალი რეფორმების წარმართვის მიზნით, ქვეყანაში ჭეშმარიტი დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის უზრუნველსაყოფად.

იგი ითვალისწინებს მედიასთან მიმართებაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს და შეშფოთებას გამოთქვამს ამ მიმართულებით.

ასამბლეა მოუწოდებს ხელისუფლებას, გადადგას ყველა შესაძლო ნაბიჯი მედია გარემოში დაძაბულობის შესამცირებლად", - აღნიშნულია რეზოლუციის ტექსტში.

ასამბლეა იმეორებს სრულ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და გამოთქვამს შეშფოთებასა და გმობს რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების აფხაზეთისა და ცხინვალის/სამხრეთ ოსეთის უკანონო ოკუპაციისა და მცოცავი ანექსიის მიმართ.

"ასამბლეა, მოუწოდებს ხელისუფლებას უპასუხოს ევროკავშირის 12 რეკომენდაციას, რათა მიიღოს კანდიდატის სტატუსი ევროკავშირის წევრობისთვის, რომლისკენაც ის სამართლიანად მიისწრაფვის", - აღნიშნულია ტექსტში.

ავტორი: ნიუპრესი