"ევროპული საქართველოს" ქუთაისის ორგანიზაცია ბოიკოტის რეჟიმზე გადადის
"ევროპული საქართველოს" ქუთაისის ორგანიზაცია ბოიკოტის რეჟიმზე გადადის. ორგანიზაციის წევრები სოლიდარობას უცხადებენ თბილისსა და ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე აქციების მონაწილეებს და შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომას და აქციაზე დაკვებულების გათავისუფლებამდე საკრებულოს სხდომებს არ დაესწრებიან. ორგანიზაციაში დღეს გამართულ ბრიფინგზე, ასევე განმარტეს, რომ არ დაესწრებიან არც საკრებულოს კომისიების სხდომას.
"მივიღეთ გადაწყვეტილება, ვიდრე გიორგი გახარია არ დატოვებს თანამდებობას, არ დაისჯებიან დამნაშავეები და არ გათავისუფლდებიან დაკავებულები, ჩვენ ბოიკოტს ვუცხადებთ საკრებულოს. არ დავესწრებით არც კომიისებს და არც საკრებულოს სხდომებს. ამით, სოლიდარობას ვუცხადებთ, აქციების მონაწილეებს და ვიზიარებთ მათ მოთხოვნებს"-განაცხადა ორგანიზაციის თავმჯდომარემ.
ორგანიზაციის წარმომადგენლები, ვარაუდოდენ, რომ მათ სხვა მუნიციპალიტეტებში არსებული ორგანიზაციები და პროდასავლური ოპოციზიის წარმომადგენლები შეუერთდებიან.
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 35.48%
გაუარესდა - 52.42%
არ შეცვლილა - 12.1%
სულ - 124 ხმა


14:08
12:18
11:34
19:09
















