|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ფაშიზმზე გამარჯვებიდან 74 წელი გავიდა

დღეს 9 მაისია - ფაშიზმზე გამარჯვების დღე. მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 74 წელი გავიდა.  

მეორე მსოფლიო ომში საქართველოდან 700 000 ადამიანი წავიდა, აქედან ნახევარი, უკან არ დაბრუნებულა. 1945 წლის 8 მაისს გერმანიის მიერ კაპიტულაციის გამოცხადების შემდეგ მეორე მსოფლიო ომი დასრულდა, 9 მაისი კი ფაშიზმზე გამარჯვების დღედ გამოცხადდა.

პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის გადაწყვეტილებით, ფაშიზმზე გამარჯვების 74 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს მასშტაბით რეგისტრირებული მეორე მსოფლიო ომის 300 ვეტერანი ერთჯერადად 600 ლარს, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპლთა ოჯახის 209 წევრი კი 300 ლარს მიიღებს. რეგიონებში რეგისტრირებულ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებზე ფულადი დახმარების გაცემას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტო უზრუნველყოფს, ხოლო დედაქალაქში აღნიშნულ დახმარებას თბილისის მერია გასცემს.

ავტორი: ნიუპრესი