|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ფინკა ბანკის განვითარების ცენტრში საკრედიტო ოფიცრის პროგრამა იწყება[R]

ფინკა ბანკის განვითარების ცენტრმა საკრედიტო ოფიცრის პროგრამაზე მიღება განაახლა. პროგრამაში მონაწილეობის მიღება ნებისმიერი პროფესიის ადამიანს შეუძლია, ვისაც აქვს სურვილი და მოტივაცია შეისწავლოს ახალი პროფესია.

საკრედიტო ოფიცრის პროგრამაში მონაწილეობისთვის მხოლოდ 3 ეტაპის გავლაა საჭირო:

  • აპლიკაციის შევსება ფინკა ბანკის ვებგვერდზე www.FINCA.ge
  • ტესტირება;
  • ინდივიდუალური გასაუბრება

 

პროგრამა 3 თვიანია და მის ფარგლებში მონაწილეები შეისწავლიან არა მხოლოდ საკრედიტო პროდუქტების მახასიათებლებს, არამედ ისეთ მნიშვნელოვან თემებს, როგორიცაა ფინანსური ანალიზი, ბიუჯეტირება, გაყიდვების ტექნიკები, მომსახურების სტანდარტი და კომუნიკაციის უნარები. პრაქტიკული დავალებების შესრულება სასწავლო პროგრამის მთავარი ნაწილია.

პროგრამაში ჩართვა ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია, სამუშაო გამოცდილება სავალდებულო არ არის. სწავლების პროცესში პროგრამის მონაწილეებისთვის გათვალისწინებულია სტიპენდია - 200 ლარი. მონაწილეებს ასევე აქვთ შესაძლებლობა გამოიმუშაონ დამატებითი ბონუსი.

ლელა თოფურია, ფინკა ბანკის HR დეპარტამენტის უფროსი ამბობს, რომ ფინკა ბანკი მსმენელებს სწავლის და დასაქმების რეალურ შესაძლებლობას სთავაზობს. „ჩვენ მუდმივად ვეძებთ ადამიანებს, რომლებიც მოტივირებულები არიან ისწავლონ, განვითარდნენ, დაიწყონ კარიერა საბანკო სექტორში. სწავლების პროცესი გაიმართება ფინკა ბანკის სერვის ცენტრებში, საქართველოს 30 ქალაქში და 36 სერვისცენტრში. პროგრამა შედეგზე ორიენტირებულია და ჩვენი მსმენებელის 60% ფინკა ბანკის გუნდის სრულფასოვანი წევრი ხდება. ასევე მნიშვნელოვანია, რომ სწავლის პარალელურად, მათ აქვთ საშუალება სტიპენდიის გარდა, დამატებით გამოიმუშაონ თანხა და ჰქონდეთ შემოსავალი“.  

ფინკა ბანკის განვითარების აკადემიაში აპლიკაციების მიღება 6 ივნისს დაიწყო და 24 ივნისამდე გაგრძელდება. აპლიკაციის შევსება შესაძლებელია ფინკა ბანკის ვებგვერდზე, კარიერის განყოფილებაში www.FINCA.ge და ასევე, ფინკა ბანკის სერვის ცენტრებში.

ავტორი: ნიუპრესი[

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა