|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ფინკა ბანკში საკრედიტო ლიმიტის აქცია დაიწყო [R]

ფინკა ბანკში საკრედიტო ლიმიტის აქცია დაიწყო. ვინც 10 თებერვლიდან 10 მაისამდე  საკრედიტო ლიმიტის მინიმუმ ნახევარს დახარჯავს, ავტომატურად ჩაერთება სპეციალურ აქციაში - ყოველ თვე ყველაზე აქტიურ 100 მომხმარებელს ფინკა ბანკი ანგარიშზე საჩუქრად 50 ლარამდე თანხას დაუბრუნებს.  

 

ფინკა ბანკის ეს უნიკალური პროდუქტი ბაზარზე საკმაო პოპულარობით სარგებლობს. საკრედიტო ლიმიტი არის ბარათზე არსებული წინასწარ დამტკიცებული თანხა. თანხის გამოყენება ნებისმიერი მიზნობრიობით შესაძლებელია როგორც სავაჭრო ობიექტებში, ასევე განაღდება ბანკომატიდან; მიმზიდველი და მოსახერხებელია ის, რომ საკრედიტო ლიმიტის ყოველთვიური შენატანი ფიქსირებულია და არ არის დამოკიდებული დახარჯულ თანხაზე - მომხმარებელი ყოველ თვე ერთსადაიმავე თანხას იხდის, მიუხედავად ათვისებული თანხისა.

 

საკრედიტო ლიმიტი გაიცემა შემოსავლების მქონე ფიზიკურ პირებზე (შემოსავლების ოფიციალურად დადასტურების დოკუმენტის წარმოდგენა არ არის საჭირო).  საკრედიტო ლიმიტის მინიმალური მოცულობა 500, ხოლო მაქსიმალური  – 4000 ლარია.

აქციის პერიოდში საკრედიტო ლიმიტი მომგებიანია - მარტივად აიღეთ საკრედიტო ლიმიტი,  დახარჯეთ თანხის მინიმუმ ნახევარი და სურვილების ასრულებასთან ერთად ანგარიშზე 50 ლარამდე თანხა დაიბრუნეთ. 

საკრედიტო ლიმიტის ასაღებად მიმართეთ ფინკა ბანკის სერვის ცენტრებს საქართველოს 32 ქალაქში, შეავსეთ ონლაინ განაცხადი  აქ ან დაგვირეკეთ *4949

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა