|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

FlyArystan-ი ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე ქუთაისში კვირაში 15 სიხშირით იფრენს

FlyArystan-ი ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე ქუთაისში კვირაში 15 სიხშირით იფრენს, - ამის შესახებ საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორმა ირაკლი ქარქაშაძემ  საქართველოში კავკასიასა და ცენტრალურ აზიაშია Air Astana-ს ჯგუფის რეგიონულ მენეჯერთან , კამილა  ჟაილაუბაევასთან შეხვედრის შემდეგ  განაცხადა.

ირაკლი  ქარქაშაძის განცხადებით, 2023  წლის განმავლობაში ყაზახური ავიაკომპანიების წილი ქართულ ბაზარზე საკმაოდ დიდი იყო. განსაკუთრებით აღსანიშნავია FlyArystan-ი, რომელიც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 5 მიმართულებით წარმატებით ოპერირებს.

,,ჩვენ აქტიურად ვაგრძელებთ ავიაკომპანიებთან შეხვედრებს, რათა მაქსიმალურად მომზადებული ვიყოთ ზაფხულის სანავიგაციო სეზონისთვის, რომელიც ოქტომბრის ბოლომდე გრძელდება. Air Astana ჯგუფთან შეხვედრის მიზანი იყო მოგვესმინა მათი გეგმების შესახებ საქართველოში. FlyArystan-ი ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე ქუთაისში კვირაში 15 სიხშირით იფრენს. საერთო ჯამში კი საქართველოდან ყაზახეთის მიმართულებით ფრენები კვირაში 39 სიხშირით შესრულდება. ცენტრალური აზია ძალიან საინტერესო სეგმენტია ჩვენი აეროპორტებისთვის და ტურიზმის სექტორისთვის. ვხედავთ, რამდენად მზარდია მოთხოვნა. მაქსიმალურად ვიმუშავებთ იმისთვის, რომ საქართველოსა და ცენტრალურ აზიას შორის საჰაერო მიმოსვლა იყოს მიმზიდველი და ხელმისაწვდომი თითოეული მგზავრისთვის,-‘’განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.

2023 წელს საქართველოს ბაზარზე ყაზახური ავიაკომპანიების წილი ბაზრის 5 %-ს შეადგენდა. გასულ წელს ყაზახეთიდან საქართველოს  167,492 საერთაშორისო ვიზიტორი ეწვია. 

ავტორი: ნიუპრესი