ფოთში გამართულ ტურნირზე ქუთაისელმა მოკრივეებმა 5 ოქრო, 4 ვერცხლი და 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს
ფოთში გამართულ ოლიმპიური პრიზიორის ვლადიმერ ჭანტურიას სახელობის საერთაშორისო ტურნირში ქუთაისელმა მოკრივეებმა საუკეთესო შედეგი აჩვენეს.
ტურნირში ა(ა)იპ სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების, აკაკი კაკაურიძის სახელობის #18 სპორტსკოლის 2011-2012 წელს დაბადებული სპორტსმენები მონაწილეობდნენ.
ტურნირზე ქუთაისელმა მოკრივეებმა 5 ოქრო, 4 ვერცხლი და 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილი, პარლამენტარი ზაზა ლომინაძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად შეხვდნენ.
ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელებმა ახალგაზრდა სპორტსმენებს გამარჯვება მიულოცეს და მხარდაჭერა აღუთქვეს.
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 35.11%
გაუარესდა - 53.44%
არ შეცვლილა - 11.45%
სულ - 131 ხმა


21:51
15:17
15:16
14:26
















