გააწანი სილა რეჟიმს - აქცია-პერფორმანსი ქუთაისში
გააწანი სილა რეჟიმს - ამ სახელწოდებით აქცია-პერფორმანსი ქუთაისში მიმდიმარეობს. უწყვეტი აქციის 64-ე დღეს აქციის მონაწილეები ქალაქის მერიის წინ შეიკრიბნენ.
ისინი სიმბოლურად ხელს ურტყამენ ბათუმის პოლიციის უფროსი ირაკლი დგებუაძის გამოსახულებიან ფოტოს. ამით ქუთაისელები სოლიდარობას უცხადებენ რეჟიმის პატიმარს მზია ამაღლობელს, რომელიც უკვე 19 დღეა შიმშილობს. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ დღეს ისინიც მზია ამაღლობელები არიან.
ქუთაისში დღეს მერიის წინ გაიშალა საპროტესტო კარავიც, სადაც აქტივისტები ღამის გათენებას გეგმავენ. აქციის მონაწილეები ახალ არჩევნებსა და რეჟიმის პატიმრების გათავისუფლებას ითხოვენ.
ავტორი:
უნდა დაინიშნოს თუ არა ხელახალი საპარლამენტო არჩევნები?
კი - 77.78%
არა - 22.22%
არ ვიცი - 0%
სულ - 9 ხმა