|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რა ხდება ქუთაისის ნაგავსაყრელზე

ქუთაისში, ნიკეას ნაგავსაყრელზე ამ დროისთვის შპს „კალასი“ 1 მილიონი ლარის სამუშაოებს ახორციელებს. „კალასი“„საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული ფირმაა. ქუთაისში ახალი ნაგავსაყრელის მშენებლობისა და ნიკეას ნაგავსაყრელის დახურვის პროექტის განმხორციელებელი სწორედ შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კოპანიაა“. პროექტს გერმანიიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკი (KfW) აფინანსებს. ნიკეას ნაგავსაყრელზე ამ დრომდე არსებული ნარჩენების გორები დაყვანილი იქნა გარკვეულ ნიშნულამდე, რომელიც უკვე გასწორებულია და მისი მიწით დაფარვა მიმდინარეობს. გარდა ამისა, როგორც კომპანიაში აცხადებენ, კეთდება ე.წ ტერასები და ღია ნარჩენი ერთი თვის შემდეგ ნიკეას ნაგავსაყრელზე აღარ იქნება. ამ დროისთვის უკვე გაწმენდილია ის არხიც, რომელიც ნაგავსაყრელის ტერიტორიაზე გადის და რომელსაც მოსახლეობას სარწყავი სისტემა აქვს მიერთებული. დაბინძურებული არხი კი მოსახლეობას ჯამრთელობის პრობლემებს უქმნიდა, ისევე, როგორც მთლიანად ნაგავსაყრელი. ასევე, მოხდა, ნიკეას ნაგავსაყრელის გარე ტერიტორიის დასუფთავება.

ავტორი: თეა ზიბზიბაძე