უკრაინაში დაღუპული ქართველი ჯარისკაცი ქუთაისში დღეს დაკრძალეს
უკრაინაში დაღუპული ქართველი ჯარისკაცი ალექსანდრე გრიგოლაშვილი ქუთაისში დღეს დაკრძალეს. დაკრძალვის ცრემონიალს ჯარისკაცის ახლობლებთან, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად მთავრობის წევრებიც ესწრებოდნენ. გარდაცვლილ ჯარისკაცს პატივი როგორც უმრავლეობის, ასევე უმცირესობის წევრებმა მიაგეს. ალექსანდრე გრიგოლაშვილი ხარების ეკლესიიდან გამოასვენეს და საგვარეულო სასაფლაოზე სამხედრო პატივის გარეშე დაკრძალეს. ალექსანდრე გრიგოლაშვილი უკრაინაში 18 დეკემბერს დაიღუპა. იგი "აიდარში" იბრძოდა. გრიგოლაშვილი 2007-2008 წლებში საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა.
ავტორი: ანა ჯიქია