"კოლხური შადრევანი" 2015 წლის სახალწლო მორთულობის ნაწილად იქცა
როგორც ცნობილია, მომავალი წელი, აღმოსავლური ჰოროსკოპით, მწვანე თხის წელი იქნება. ქუთაისის თვითმმართველობას წინასაახალწლო განწყობის შესაქმნელად წინა ხელისუფლებისაგან საახალწლო მორთულობასთან ერთად ქალაქის ცენტრში აღმართული "კოლხური შადრევანიც" გამოადგა, რომელზეც განთავსებული თხებისა და ცხვრების ფიგურები ნაძვის ხის ფონზე სახალისოდ გამოიყურება.
ავტორი: ირინა მაკარიძე