საახალწლო ღონისძიებები ქუთაისში
ქუთაისში, ქალაქის მერიის მიერ ორგანიზებული საახალწლო ღონისძიებები 13 საათიდან დაიწყო კინოთეატრ „მონ პლაზირის“ ტერიტორიაზე,სადაც საახალწლო ბაზრობა მოეწყო. ადგილობრივმა დიზაინერებმა ხელით დამზადებული ნაძვის ხის სათამაშოები და მისალოცი ბარათები გამოიტანეს გასაყიდად. ღონისძიების ბოლოს თოვლის ბაბუა ყველა სტუმარს გოზინაყით გაუმასპინძლდა.
ავტორი: ანა ჯიქია