ქუთაისის ცენტრში მოსეირნე პირუტყვი
„ნიუპრესის“ ობიექტივმა ილია ჭავჭავაძის გამზირზე და ახალგაზრდულ ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე- ჟიული შარტავას ქუჩაზე თავისუფლად მოსეირნე პირუტყვი დააფიქსირა. ქალაქის ცენტრში უკვე ცხენების ნახვაც შეიძლება. ქუთაისის თვითმმართველობის მიერ დადგენილ რეგულაციების თანახმად, ქალაქში პირუტყვის გადაადგილება ნებადართული არაა, თუმცა ერთია, დადგენილი წესები და მეორე მის შესრულებაზე კონტროლი.
ავტორი: ანი ლიპარიშვილი