|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ბაგრატის ტაძარი იუნესკოს კრიტერიუმებს ვეღარ აკმაყოფილებს

ბაგრატის ტაზარი შესაძლოა იუნესკომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიიდან ამოიღოს. იუნისკომ უკვე გამოაქვეყნა წინასწარი შეფასება, სადაც წერია, რომ განხორციელებული სამუშაობის შედეგად, ბაგრატის ტაძარი ვეღარ აკმაყოფილებს იმ მოთხოვნებს, რომელიც მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში ყოფნისთვისაა საჭირო. ბაგრატის ნანგრევები იუნესკომ მსოფლიო კულტურული საგანძურის სიაში1994 წლიდან შეიყვანა. 2009 წლიდან კი როცა, ბაგრატის რეკონსტრუქცია არქიტექტორ ივანე გრემელაშვილის პროექტით დაიწყო, იუნესკომ ბაგრატის ტაძარი საფრთხის ქვეშ მყოფი ძეგლების სიაში გადაიყვანა და რეკონსტრუქციის შეჩერება მოითხოვა. რაც არ შესრულდა. ბაგრატის ტაძარს ახალი გუმბათი დაადგეს, რამაც ნაგებობა სიმაღლეში რამდენიმე სანტიმეტრით "გაზარდა", ასევე ცნობილია, რომ ტაძარი სპილენძით გადაიხურება, დასავლეთით კი შუშის ლიფტი დამონტაჟდება. გარდა ამისა ახალი გუმბათის, სარკმლებისა და ორნამენტების მოპირკეთება თლილი ქვების ნაცვლად დახერხილი ქვებითა და ახალი ფილებით მიმდინარეობს. თავდაპირველი, ორიგინულური სვეტები, უზარმაზარი ქვები გაბურღულია და შიგ ჩამონტაჟებულია რკინის არმატურა. უამრავი რკინა-ბეტონია შეტანილი და მთელ პერიმეტრზეა ჩასხმული. ბაგრატის ხელახლა აშენების იდეა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ეკუთვნის და მკაცრად განსაზღვრულია, რომ მშენებლობა სააკაშვილის საპრეზიდენტო ვადაში უნდა დასრულდეს . განახლებული ბაგრატი სექტემბერში უნდა გაიხსნას. რა გადაწყვეტილებას მიიღებს იუნესკო, უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი. იუნესკოს კომიტეტის ყოველწლიური სხდომა ივნისის ბოლოს უნდა შედგეს.

ავტორი: