ფოთში რუსული ნომრებით მოძრავი კავშირგამბულობის მანქანა გამოჩნდა
რუსული ნომრებით მოძრავი კავშირგამბულობის მანქანა ფოთში, 9 აპრილის ხეივანში გამოჩნდა. აღნიშნულ ინფორმაციას, ფოტომასალასთან ერთდ საინფორმაციო სააგენტო ,,tzona.org" ავრცელებს. შეგახსნებთ, გუშინ რუსული ნომრებით მოძრავი სამხედრო მანქანები თბილისში დაფიქსირდნენ, რასთან დაკავშირებითაც საკუთარი ფეისბუქის გვერდზე შინაგან საქმეთა მინისტრის პრესცენტმა ნინო გიორგობიანმა ასეთი კომენტარი გააკეთა: გიორგობიანის თქმით, აღნიშნულ მანქანებს სამხედრო დანიშნულება არ გააჩნიათ და საქართველოსთვის არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენენ. ,,სოციალურ მედიაში გავრცელდა ფოტოსურათები, სადაც დაფიქსირებულია სატვირთო ავტომანქანები რუსული სატრანზიტო ნომრებით. შინაგან საქმეთა სამინისტრო აღნიშნულ ავტომანქანებზე სრულ ინფორმაციას ფლობს. ავტომანქანებს სამხედრო დანიშნულება არ გააჩნია და არავითარ საფრთხეს საქართველოს ან მისი მეზობელი ქვეყნების ინტერესებისთვის არ წარმოადგენენ. სატვირთო ავტომანქანები შესყიდულია კერძო პირის მიერ რუსეთის ფედერაციაში, მათ მინიჭებული აქვთ სატრანზიტო ნომრები, რომლითაც მესამე ქვეყანაში გასვლა იკრძალება. ავტომანქანების მფლობელი პირი იდენტიფიცირებულია, ხოლო აღნიშნული ავტომანქანები დგას თბილისში, მეორადი გამოყენებისა და სათადარიგო ნაწილებად რეალიზაციისათვის" - ნათქვამია გიორგობიანის განცხადებაში.
ავტორი: გიგა გელხვიიძე