|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გამგებლების „საოცნებო“ მანქანები

პარტიის საარჩევნო რიცხვის ტელეფონისა თუ ავტომობილების ნომრებში დაფიქსირება სიახლეს არ წარმოადგენს. წინა ხელისუფლების დროს აქტუალური იყო 5, ამჟამად „საოცნებო“ ნომერია 41. იმერეთის რამდენიმე გამგებელმა ახალი მანქანის შეძენა და კოალიციისადმი ერთგულების საჯარო დაფიქსირებაც შეძლო. თერჯოლის გამგებელმა ახლადშეძენილი მანქანის ნომრად TE 041 RJ აირჩია. TKB 041 ამშვენებს ტყიბულის გამგებლის მანქანას. EOE 041 ჭიათურის გამგებლის მანქანის ნომერია. 41 ფიგურირებს ზესტაფონის გამგებლის მანქანის სანომრე ნიშანზე EVE 141. გამგებლებს კოალიციისადმი სიყვარულში არც სხვა საჯარო მოხელეები ჩამორჩებიან.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი