|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

წყალდიდობა ქუთაისის ცენტრში

ქუთაისში, ახლად რეაბილიტირებულ თამარ მეფის ქუჩაზე, როგორც ტრანსპორტით, ასევე ქვეითად გადაადგილება გართულებულია. დაზიანებული სისტემიდან წყალი გზაზე იქცევა, რაც მოსახლეობის უკმაყოფილების მიზეზს წარმოადგენს. ,,ამ ქალაქს პატრონი ოდესმე ხომ უნდა ეღირსოს, სირცხვილია. ესღა გვაკლდა პალიასტომის ტბა ქალაქის ცენტში,“-აღნიშნავს ადგილობრივი დარეჯან გვასალია.

ავტორი: ეკა შალამბერიძე