|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„დვიჟოკები“ ქუთაისის ცენტრში

რამდენიმე საათით ქალაქის ცენტრისა და მისი მიმდებარე ქუჩების ელექტროენერგიის გარეშე დარჩენამ მოსახლეობას ენერგიის მიღების ალტერნატული და კარგად დავიწყებული მეთოდის გამოყენებისაკენ უბიძგა. როგორც „ენერგო პრო ჯორჯიას“ წარმომადგენელმა თეონა გეგუჩაძემ „ნიუპრესს“ განუცხადა, გამორთვა პროფილაქტიკური ხასიათის იყო და ამის შესახებ ქალაქისა და მხარის ადმინისტრაციული სამსახურები და კომერციული ობიექტები წინასწარ იყვნენ გაფრთხილებული.

ავტორი: ნიუპრესი