დატბორილი ქუთაისი
ქუთაისში, მესხიშვილის თეატრის მიმდებარე ტერიტორია დაიტბორა. მოსახლეობის თქმით, დაზიანებული მილიდან წყალი, მეორე დღეა, იღვრება. გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის პრესსამსახურის თქმით, შეტყობინება გუშინ საღამოს მიიღეს."იქედან გამომდინარე, რომ დილით მოსახლეობისა და ორგანიზაციებისთვის საჭირო იყო სასმელი წყლის მიწოდება, არ მოხდა ქალაქის ცენტრალური ნაწილისთვის წყალმომარაგების შეწყვეტა. პრობლემა შესწავლილია, დაზიანებულია თეატრში შემავალი 100 მმ დიამეტრის წყაგაყვანილობის მილი. ქსელში წყლის არსებობის შემთხვევაში, საავარიო სამუშაოები ვერ იწარმოებს. ამ წუთებში ადგილზე მობილიზებულია ბრიგადა და დამდენიმე წუთში შეწყდება ქალაქ მუზეუმის წყალმომარაგება და დაიწყება სარემონტო-აღდგენითი სამუშაოები",- გვიპასუხეს კომპანიიდან.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი