ქუთაისის "იუსტიციის სახლის" მიმდებარე ტერიტორია დღეს
"იუსტიციის სახლის" ქუთაისის ფილიალის გარეპერიმეტრი დღეს ასე გამოიყურება: გამხმარია შენობის წინ დარგული მცენარეები, გაუთიბავია ბალახი. შენობა რამდენიმე წლის წინ აიგო. ირაკლი აბაშიძის ქუჩაზე წინა ხელისუფლების მიერ მოწყობილი მთლიანი კომპლექსი, რომელშიც პარლამენტი, მთავრობის სახლი და კონტროლის პალატა შედის, უყურადღებოდ არის მიტოვებული, რის ამსახველ კადრებსაც "ნიუპრესი" მომდევნო რეპორტაჟში შემოგთავაზებთ.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი