|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის გახსნა მიმდინარე სამუშაოების თანხლებით

დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი დღეს, 27 სექტემბერს, ოფიციალურად გაიხსნა. თუმცა, აეროპორტის კეთილმოწყობის მიზნით, სამუშაოები კვლავ გაგრძელდება. ეკონომიკის მინისტრის ვერა ქობალიას თქმით, აეროპორტი დასრულებულ სახეს ერთ თვეში მიიღებს. სანახევროდ შესრულებული აეროპორტის საზეიმო ვითარებაში გახსნის მიზეზად ქობალია იმას ასახელებს, რომ სახელმწიფოსა და ავიაკომპანია „Wiz Air“–ს აღებული ჰქონდათ ვალდებულება, რომ აეროპორტი 2012 წლის 27 სექტემბერს უნდა გახსნილიყო.

ავტორი: