ხის "გისოსებში" მოქცეული მოსახლეობა პარლამენტის წინ
ქუთაისში, პარლამენტის წინ მდებარე კორპუსში, მოსახლეობა საცხოვრებლად არაკომფორტულ პირობებზე ჩივის. აღნიშნული კორპუსის გარე ფასადი, ხის გაურკვეველ კონსტრუქციაშია ჩასმული, რაც მოსახლეობის თქმით, მათ მთელ რიგ პრობლემას უქმნის. მოსახლეობის წანილი დახურულ სივრცესა და არასრულფასოვან ხედს, ნაწილი კი არახელსაყრელ პირობებს უჩივის. აბაშიძის გამზირზე, პარლამენტის წინ მდებარე კორპუსები რეაბილიტაციის მიზნით ხის კონსტრუქციაში მიმდინარე წლის ივნისში, (26 მაისამდე, პარლამენტის გახსნის დღემდე რამოდენიმე თვით ადრე) ჩასვეს. რეაბილიტირებულ კორპუსს მიღმა კი საცხოვრებელი ბინის სადარბაზოები დღემდე ავარიულ მდგომარეობაშია.
ავტორი: