ბაგრატის ტაძარზე სახურავს ცვლიან
ბაგრატის ტაძარი პომპეზური გახსნიდან დაახლოებით ორი თვის შემდეგ კვლავ ხარაჩოებშია. ტაძრის ერთ ნაწილში, იუნესკოს მითითებით, სპილენძის მწვანე სახურავს ცვლიან. სამუშაოების მწარმოებელი ფირმის, „ნემო ინტერნეიშენელის“ წარმომადგენლის, ნიკოლოზ ჩხაიძის თქმით, იუნესკოს წარმომადგენლებმა, რომლებიც ტაძარს ხშირად სტუმრობენ, სახურავი დაიწუნეს. „ახალი სახურავი მხოლოდ იმ ნაწილში კეთდება, რომელიც შუშისაა. იუნესკოს წარმომადგენლებმა გადაწყვიტეს, რომ სახურავი კედლის ფერი უნდა იყოს. ხარაჩოები ტაძრის შიგნითაც არის, სადაც ესპანელები ჭერს აკეთებენ,“ - ამბობს ჩხაიძე. რეაბილიტირებული ბაგრატის ტაძარი, რომლის რეაბილიტაცია 2009 წელს დაიწყო, მიმდინარე წლის სექტემბერში გაიხსნა. კათოლიკოს-პატრიარქის მიერ ტაძრის კურთხევას ქვეყნის პრეზიდენტიც ესწრებოდა.
ავტორი: