|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„რეაბილიტაცია პროექტზე“ და დანგრეული ნიღბების თეატრი

ქუთაისში, ,,ხარაზოვის ბაღის“ კეთილმოწყობის სამუშაოები, მერიის დაკვეთით, 2012 წლის აგვისტოში დაიწო. რეაბილიტაციის პროცესი ამავე წლის სექტემბერში დასრულდა, თუმცა ,,ხარაზოვის ბაღში“ მდებარე ნიღბების თეატრი რეაბილიტაციის მიღმა დარჩა, რომელიც ამ დრომდე ამორტიზებულია. პროექტის მიხედვით კი რეაბილიტაცია თეატრსაც უნდა შეხებოდა. მოსახლეობის თქმით, დანგრეული ნიღბების თეატრი, ანტისანიტარიის კერაა. რის გამოც ისინი თეატრის დემონტაჟს ითხოვენ. ქუთაისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურში განმარტავენ, რომ ამ ეტაპზე, სამი ვერსია განიხილება, რომლის მიხედვითაც, შესაძლებელია ნიღბების თეატრი რეაბილიტირდეს ან ამფითეატრად გადაკეთდეს. მესამე ვერსიის თანახმად, შესაძლებელია მოხდეს თეატრის დემონტაჟიც. ,,ხარაზოვის“ ბაღის რეაბილიტაციისთვის, მერიამ სულ 600. 000 ლარი დახარჯა.

ავტორი: