|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

განადგურებული ინფრასტრუქტურა ქუთაისის საავიაციო ქარხანაში

ქუთაისში საავიაციო სარემონტო ქარხანა 1940 წელს, სტალინის განკარგულებით დაარსდა. 12 ჰექტარზე განთავსებულ საწარმოში 1200 ადამიანი იყო დასაქმებული, რომელთა უდიდესი ნაწილი ეროვნებით რუსი იყო. ამჟამად, ქარხნის ტერიტორიაზე არსებული შენობა-ნაგებობების დიდი ნაწილი სრულიად ამორტიზებულია, ხოლო მიწის ფართობები გაუვალი ეკალ-ბარდებითაა დაფარული. ძნელია იმის წარმოდგენა, რომ აქ, ოდესღაც, საბჭოთა სამხედრო საავიაციო სფეროს ფლაგმანი ქარხანა მოქმედებდა.

ავტორი: დეა მანაგაძე