დაბინძურებულ საძოვრებზე პირუტყვი იწამლება
ქვაშავის გზასთან მდებარე საძოვრები პოლიეთილენის ცელოფნებითა და სამშენებლო ნარჩენებითაა სავსე. რის გამოც,სოფელ გოდოგანსა და ნაგარევში მცხოვრებლებს პირუტყვი ეწამლებათ და უკვდებათ. "უეცრად მკვდარი საქონლის კუჭში ზოგი „ცელოფნებს“, ზოგი კი სამშენებლო, ბასრ საგნებს ვპოულობთ," – ამბობენ სოფელ ნაგარევში მცხოვრებლები. სოფელ გოდოგანსა და ნაგარევში მცხოვრებლების თქმით,სამშენებლო ნარჩენებით და ნაგვით სავსე ტომრები, ქვაშავის გზაზე ქუთაისიდან ჩამოაქვთ და ყრიან.
ავტორი: ანა ჯანაშია