|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სოციალურად დაუცველი წართმეული ფართის გამო ნანგრევებში ცხოვრობს

სოციალურად დაუცველი მედიკო იობიძე, ქუთაისის მერიის საბინაო სამსახურის მიერ, დადიანის ქუჩა N 63 –ში, 6 წლის წინ გამოყოფილ საცხოვრებელ ფართს, დღემდე ვერ იყენებს. მიზეზი, როგორც იობიძე ამტკიცებს, ამავე ბინაში მცხოვრები, ქუთაისის მერიაში დასაქმებული გერონტი ნაკანია. სოციალურად დაუცველის თქმით, გერონტი ნაკანმა მას საცხოვრებელი ფართის ნაწილი ნაცნობ–მეგობრების წყალობით უკანონოდ წაართვა. საცხოვრებლის დარჩენილ ნაწილში კი შესვლის უფლებას არ აძლევს. რის გამოც, მედიკო იობიძეს მცირეწლოვან შვილიშვილთან ერთად, ნანგრევებად ქცეულ სახლში ცხოვრება უწევს.

ავტორი: ანა ჯანაშია