|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში სკვერები და გაზონები მოუვლელია

ქუთაისის ცენტრალურ ქუჩებზე, სკვერები და გაზონები კვლავ მოუწესრიგებელია. როგორც თამარ მეფის ქუჩაზე მცხოვრებლები ამბობენ, უკვე მეორე თვეა, სკვერებში მწვანე საფარი არავის მოუწესრიგებია. "საინტერესოა ვიდრე დავით აღმაშენებლის ძეგლის სიმაღლემდე არ გაიზრდება ეს ბალახი არავინ მიხედავს?! აქვე სკვერში კი იმხელა ბალახებია უკვე გამოსვლაც გვიჭირს. ეს რაც აქ ხდება უბრალოდ სირცხვილია!" – ამბობენ თამარ მეფის ქუჩაზე მცხოვრბლებლები.

ავტორი: ანა ჯანაშია