|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

იპოთეკით დაზარალებულები საპროტესტო აქციების შეწყვეტას არ აპირებენ

ხვალიდან პარლამენტის წინ შეკრებილ აქციის წევრებს, როგორც ირკვევა, იპოთეკით დაზარალებულები სხვადასხვა რეგიონებიდანაც შეუერთდებიან. "სვანეთიდან, ლეჩხუმიდან, გორიდან, კახეთიდან, ყველა მხრიდან შემოგვიერთდება დაზარალებული ხალხი. აქციებს მასიურ სახეს იქამდე მივცემთ, ვიდრე ხელისუფლება არ იკადრებს და ყურადღებას არ მოგვაქცევს," – ამბობს იპოთეკით დაზარალებული ციცო ბალავაძე. იპოთეკით დაზარალებულები იმასაც ამბობენ, რომ, თუ პარლამენტში მათ საქმეს დროულად არ გადაწყვეტენ,ისინი თბილისიკენ დაიძრებიან და ცეესკოსთან მისასვლელ გზას გადაკეტავენ.

ავტორი: ანა ჯანაშია