|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში უნიკალური ჯიშის პალმები შეუფუთავი დატოვეს

აღმაშენებლის გამზირზე, განთავსებული 200 ძირი პალმა, ზამთარს შეუფუთავი "შეხვდა". პალმები, რომლებიც უნიკალური ჯიშისაა, სიცივეს ვერ უძლებს და განსაკუთრებულ მოვლას საჭიროებს. თუმცა პალმების შეფუთვა, ხუთი დღის წინ დაიწყო და ამ დრომდე 300 პალმიდან მხოლოდ 100 ძირი პალმაა შეფუთული. შეგახსენებთ, რომ "ვაშინგტონის" ჯიშის პალმების ხეივანის მოწყობა სამი წლის წინ, ქუთაისის მერიას 960 000 ლარი დაუჯდა.

ავტორი: ანა ჯანაშია