როგორი იყო და არის ჯაჭვის ხიდი ქუთაისში
ჯაჭვის ხიდი ქუთაისში არსებულ ხიდებს შორის ყველაზე უძველესია. ხიდზე აღმოჩენილია V საუკუნის ხიდის ნაშთები. დღევანდელი ხიდის ძირითადი საყრდენები 1770-იანი წლებისაა, რომლებზეც თავდაპირველად ხის ხიდი ააგეს და რომელიც თავის დროზე არქიელის ხიდად იწოდებოდა. 1850-იან წლებში ჯაჭვებზე, დაკიდებული ხის ფერმის აგების შემდეგ, ხიდს დღევანდელი სახელი "ჯაჭვის ხიდი" შეერქვა. 1869 წელს, ფურგონების გადასვლისას ხიდი ჩაწყდა და ხიდი მოგივანებით (1884-85 წლებში) აღადგინეს. დღეს, ჭაჭვის ხიდზე, სავალი გზისა და ტროტუარის ნაწილი დაზიანებულია. ასევე მწყობრიდანაა გამოსული ხიდზე დამონტაჯებული განათების ბოძები.
ავტორი: ანა ჯანაშია