|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რა პირობებში ცხოვრობენ დევნილები, რომელთა განსახლებას სახალხო დამცველი წლებია ითხოვს

ქუთაისში, ავტომშენებლის ქუჩაზე ყოფილი "ატეკა-11"-ის შენობაში მცხოვრები დევნილთა სამი ოჯახი, რომლებიც სოციალურად დაუცველთა კატეგორიას მიეკუთვნებიან, წლების განმავლობაში მძიმე სოციალურ პირობებში ცხოვრობენ. ოთახების სიმცირის გამო, სველი წერტილები, სამზარეულო და დერეფანი მათ საერთო სარგებლობაში აქვთ. ე.წ "ატეკის" დევნილები, სამყოფ ოთახებში, ჭერზე თხელი ფიცრებით მიმაგრებული ორმაგი პოლიეთილენის პარკით, სახურავიდან ჩამოსულ წყალს ებრძვიან. ქუთაისში საცხოვრებელი ფართის მიღების განაცხადი "ატეკაში" მცხოვრებმა დევნილებმა 2012 წელს შეავსეს. მათი უმძიმესი საცხოვრებელი პირობები სახალხო დამცველის გასული წლების საპარლამენტო ანგარიშებში არაერთხელ აისახა და შესაბამისად, ყოველ ჯერზე გაიცა რეკომენდაციები, მათი სასწრაფოდ განსახლების თაობაზე. თუმცა, იმის გამო, რომ მათ დაბალი ქულები მიენიჭათ, საცხოვრებელი ფართით ახალ რეაბილიტირებულ ობიექტებში ვერ დაკმაყოფილდნენ.

ავტორი: დეა მანაგაძე