|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გვირილობა ქუთაისში ტრადიციების დაცვით

2 მაისს ქუთაისში გვირილობის დღესასწაული აღინიშნა. ასი წლის წინ ერთი გიმნაზიელი გოგონას ინიციატივას, რომელიც ტუბერკულოზით დაავადებულთათვის გვირილების გაყიდვით თანხის შეგროვებას გულისხმობდა, ტრადიციის სახე მიეცა. გვირილა ქუთაისის ერთგვარ სიმბოლოდ იქცა. ორმაისობის დღესასწაულისადმი მიძღვნილმა ღონისძიებებმა ქალაქის ცენტრალური ნაწილი და მუხრანის ტყე- პარკი მოიცვეს. გვირილობა ქუთაისში გამოფენებით, სპორტული ასპარეზობებით, თეატრალური წარმოდგენებით, ყვავილების გამოფენა-გაყიდვით , კონცერტებით, ღვინის ფესტივალით და ა.შ. აღინიშნა.

ავტორი: ეკა კუხალაშვილი