შოთა მურღულიამ ქუთაისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა
ქართული ოცნების“ ქუთაისი მერობის კანდიდატმა შოთა მურღულიამ დღეს ქუთაისში ორი სამაჟორიტარო ოლქის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა. ნიკეას სამაჟორიტარო ოლქი - ირმა პეტრიაშილი, ვაკისუბანი - ლაშა გვენეტაძე. კოალიცია ,,ქართული ოცნების“ქუთაისის მერობის კანდიდატის, შოთა მურღულიას განმარტებით, მის მიერ წარმოდგენილი კანდიდატები კარგი ოჯახის შვილები, ღირსეული და სუფთა წარსულის მქონე ადამიანები არიან.(R)
ავტორი: თეკლე მორგოშია