|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქართული მინა - ახალგაზრდა მხატვრის გამოგონება ქუთაისიდან

"ქართულ მინაში" დამზადებული სამკაულები და მინაში შესრულებული ნახატები სულ ორი თვეა რაც გამოჩნდა. სახელწოდება - "ქართული მინა" ქუთაისელმა მხატვარმა დავით ქუთათელაძემ საკუთარ გამოგონებას მისცა. გამოგონებას, რომელსაც მიდგომის თავისებურებით ანალოგი არა აქვს არც საქართველოში და არც მსოფლიოში. ქართული მინა ექსკლუზიურად ქუთაისში მზადდება. თუ რით არის უნიკალური, რას გულისხმობს მიდგომის თავისებურება, რა ეტაპს გადის მინა, რომ იგი ხელოვნებად იქცეს, ნახეთ მალე ვიდეორეპორტაჟში.

ავტორი: თეა ზიბზიბაძე, ეკა კუხალაშვილი