|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საქართველოს ისტორია კედელზე

ჩემი ქვეყანა - ამ სახელწოდების კერამიკული გორელიეფი ქუთაისის ცენტრალური ბაზრის მიმდებარე ტერიტორიას 22 წელზე მეტია ამშვენებს. გორელიეფზე მუშაობა ავტორმა ბერნარდ ნებიერიძემ 1982 წელს დაიწყო, სამუშაო 10 წელი გაგრძელდა. მისი დასრულება და სამუშაოს დიდი ნაწილის შესრულება,ბერნარდ ნებიერიძის გარდაცვალების გამო, თანაავტორ ვაჟა ქუთათელაძეს მოუწია. „გორელიეფი ერთგვარი ისტორიაა აიეტიდან დაწყებული მეოცე საუკუნის მნიშვნელოვანი სახეებით დასრულებული“, - აღნიშნა ვაჟა ქუთათელაძემ. გორელიეფი კერამიკაშია გაკეთებული და იმ პერიოდის ყოფილი საბჭოეთის მასშტაბით უნიკალურ ნაკეთობად მიიჩნევა.

ავტორი: ეკა კუხალაშვილი