არაპრიორიტეტული კულტურული მემკვიდრეობა [PHOTO]
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს ქუთაისში 300-მდე ობიექტი ატარებს. მათი ძირითადი ნაწილი ქალაქის ცენტრალურ უბანშია თავმოყრილი. სიძველის გამო ძეგლების უმეტესობა ნადგურდება, რომელთა აღდგენა-რეაბილიტაციაზეც არც ადგილობრივი და არც კულტურის სამინისტრო ზრუნავს. ადგილობრივ თვითმმართველობას მხოლოდ სამინისტროსთან შუამდგომლობის ფუნქცია აკისრია. ძეგლების ნაწილი ზოგჯერ კერძო მოსახლის დაუდევრობას ეწირება. ხშირ შემთხვევაში, მოქალაქეებმა არ იციან, რომ მათი სახლი კულტურულ მემკვიდრეობა ს წარმოადგენს.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი