|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ბოშათა დღე ქუთაისში (PHOTO)

ბოშათა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ქუთაისში, ცენტრალურ ბაღში რამდენიმე ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებაზე მოეწყო ირმა შარიქაძის ფოტო გამოფენა ბოშათა თემაზე, კონცერტი ბავშვთა ანსამბლის მონაწილეობით, გამასპინძლება ბოშათა ეროვნული კერძებით.

 ქუთაისში ბოშათა საერთაშორისო დღე პირველად აღინიშნა. ღონისძიების ორგანიზატორი ქუთაისის მერია და World Vision-ია.


საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მონაცემების მიხედვით 1989 წელს საქართველოში რეგისტრირებული იყო სულ 1744 ბოშა. უმცირესობათა საკითხების ევროპული ცენტრის 2009 წლის კვლევის მიხედვით საქართველოში 1000-მდე ბოშა ცხოვრობს. ბოშები მცირე თემებად ცხოვრობენ თბილისში, ქუთაისში, ქობულეთში, ბათუმში, თელავში, ზოგი ოჯახი კი სრულად ასიმილირებულია.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი