მაღაზიებს და კორპუსებს შეწირული სკვერები(PHOTO)
ქუთაისში, წინა წლებში გასხვისებულ სკვერებში მიმდინარე მშენებლობებს მოსახლეობა აპროტესტებს. ადგილობრივების განცხადებით, ხელისუფლების მიერ უკანონოდ გაცემულ ტერიტორიებს რეკრეაციული ზონები ეწირება. ქუთაისის ამჟამინდელი ხელისუფლება აცხადებს, რომ სკვერების გასხვისება შეწყდა, თუმცა უკვე გასხვისებულ ტერიტორიებზე მშენებლობის ნებართვის გაცემა კვლავ ხდება.
ბოლო შემთხვევა რიონის სანაპიროზე დაფიქსირდა, სადაც მფლობელი კაფის მშენებლობას გეგმავს. ტერიტორია ფირმას წინა წლებში მიღებული ადგილის სანაცვლოდ გადაეცა. თუმცა ამ შემთხვევაში, არსებობს საფრთხე, რომ მშენებლობას სკვერში არსებული მრავალწლოვანი ხეები შეეწიროს.
"ნიუპრესი" იმ სკვერების ფოტოებს გთავაზობთ, სადაც ბოლო წლებში სხვადასხვა სახის მარკეტებისა, თუ კვების ობიექტების მშენებლობას მწვანე საფარის განადგურება მოჰყვა.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი