|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"მკვლელი" სახლები

სახურავებზე უყურადღებოდ დატოვებული სამშენებლო მასალა არაერთხელ გამხდარა უბედური შემთხვების მიზეზი. წლების წინ სახურავიდან ჩამოვარდნილმა აგურმა ქუთაისში მცხოვრები ქალბატონის სიცოცხლე შეიწირა. განსაკუთრებულად საფრთხის შემცველია კორპუსების- .ე.წ. „ხრუშოვკების“ სახურავებზე დარჩენილი და უფუნქციოდ მიყრილი აგურები, რომელსაც ყურადღებას არავინ აქცევს. ბინათა ამხანაგობები, ძირითადად, ლიფტების და ბინებამდე მისასვლელი გზების შეკეთებით არიან დაკავებულები, სახურავებით კი მანამდე არ ინტერესდებიან, სანამ სახლში წვიმის წყალი არ ჩაუვათ. საფრთხეს შეიცავს ასევე დაუმთავრებელი და მიტოვებული შენობები.

ავტორი: ნიუპრესი