|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ორმაისობა ქუთაისში [PHOTO]

უთაისში დღეს „გვირილობა“ აღინიშნება. ქალაქობის ზეიმი საერთო სახალხო დღესასწაულია და მას ქუთაისში ტრადიციულად ორ მაისს აღნიშნავენ.

 კულტურული და გასართობი ღონისძიებები ქალაქის ცენტრალურ ნაწილსა და მუხნარის ტყეში იმართება.

 

ამ დღესთან დაკავშირებით ქუთაისი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს და დაძმობილებული ქალაქების დელეგაციას მასპინძლობს. 

აღსანიშნავია, რომ წელს ქუთაისში საქართველოს მთავრობის შემადგენლობიდან არავინ ჩამოსულა.

 


„გვირილობის“ ზეიმი სათავეს გასული საუკუნიდან იღებს და მას 100 წელზე მეტი ხნის ისტორია აქვს. როგორც ცნობილია, ქუთაისელი „გიმნაზისტკები“ სიმბოლურად გვირილებს ყიდდნენ და შეგროვილი თანხით ტუბერკულოზით დაავადებულთა ოჯახებს ეხმარებოდნენ. 

ავტორი: