|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

პოლიტიკური პარტიების არაადაპტირებული ოფისები ქუთაისში [PHOTO]

ადგილობრივი თვითმმართველობის  წინასაარჩევნო კამპანია  ქუთაისში აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ქუთაისში  მერობის  10 კანდიდატია, შესაბამისად  აქტიურ კამპანიას  ამდენივე პარტია/ ბლოკს აქვს.

"ნიუპრესი" დაინტერესდა, არის თუ არა პარტიები შეზღუდული შესაძებლობის მქონე პირების საჭიროებებზე ორიენტირებული და რამდენად არის მათი ცენტრალური ოფისები ადაპტირებული.

არჩევნებამდე ორი კვირით ადრე არცერთი პარტიული ოფისი ადაპტირებული არ არის. ოფისების უმეტესობა მეორე სართულზეა განთავსებული. მათგან არცერთს არ აქვს პანდუსი და შესაბამისი ინფრასტრუქტურა. 

აღსანიშნავია, რომ შშმ პირთა საჭიროებები და ადაპტირებული გარემო ყველა პარტიის პრიორიტეტებშია, მიუხედავად ამისა, ქმედითი ნაბიჯები ამ მხრივ არ იდგება. ქალაქში არსებული ინფრასტრუქტურის გამო შშმ პირები, ისევე როგორც სხვა საზოგადოებრივ საქმიანობაში, არჩევნებში ჩართვასაც ვერ ახრხებენ.

ადაპტირიებული არ არის არც სახალხო დამცველის ქუთაისის ოფისი და არც ქალაქში მოქმედი ორგანიზაციები.

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი