ქუთაისში "ზასტაველობა" აღინიშნა (ფოტო)
10 წლიანი პაუზის შემდეგ ქუთაისში "ზასტაველობა" აღინიშა. სახალხო დღესასწაულის აღსანიშნად სხვადასხვა ღონისძიებები მოეწყო. ღონისძიებას ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ.
შეგახსენებთ, რომ "ზასტაველობის" აღნიშვნის დაბრუნება მოსახლეობამ ითხოვა.
ღონისძიების ორგანიზატორი უბნის მაჟორიტარი დეპუტატი ნათო ქათამაძეა და მასთან ერთად ბინათმესაკუთრეთა თავმჯდომარეთა ასოციაცია "ბათა" და # 23 საჯაროს სკოლასთან არსებული სამოქალაქო კლუბი "ევროინიციატორები" .
ავტორი: ანი ლიპარიშვილი