საფრთხის შემცველი აივნები (PHOTO)
ქუთაისის ძველი უბნები მნახველების გაოცებას სილამაზესთან ერთად დაზიანებული სახლებითა და აივნებით იწვევს. მიტოვებული შენობების გამო მოქალაქეებს პრობლემა ექმნებათ. პრობლემას ისიც ქმნის, რომ ძველ უბნებში შენობების უმეტესობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს ატარებს. ამის გამო მფლობელები თვითნებურ რეაბილიტაციას ვერ ახდენენ.
როგორც ოფიციალურ უწყებებში აცხადებენ, მოქალაქეებმა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის სააგენტოს განცხადებით უნდა მიმართონ და შენობის რეაბილიტაცია მოითხოვონ.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი