შშმ პირებისთვის წართმეული პანდუსები (ფოტო)
შშმ პირებისთვის ადაპტირებული გარემოს შექმნა ნელი ტემპით მიმდინარეობს. ჯერჯერობით ქუთაისში რამდენიმე ქუჩაა, სადაც პანდუსები მოეწყო, თუმცა ხშირია შემთხვევები, როცა ამ ადგილების დანიშნულებისამებრ გამოყენება ვერ ხდება. "ნიუპრესის" ობიექტივმა ჭავჭავაძის გამზირზე პანდუსებზე გამართული გარე ვაჭრობა დააფიქსირა. ადგილები მოვაჭრეებს აქვთ დაკავებული, რის გამოც შშმ პირის გადაადგილება შეუძლებელი ხდება.
ავტორი: ანი ლიპარიშვილი