|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ხელნაკეთი აქსესუარები საახალწლო განწყობისათვის [PHOTO]

საახალწლო გამოფენა- გაყიდვაზე, რომელიც ჩაის სახლში "ფოე-ფოე" მოეწყო, წარმოდგენილი იყო დეკორატიული ნაძვის ხეები, საახალწლო ანგელოზები, სათამაშოები და მინიატურული ნივთები. ნაშრომები ქუთაისელ შემოქმედს ასმათ გოგატიშვილს ეკუთვნის. ხელსაქმობა ასმათ გოგატიშვილისთვის მეორე პროფესიაა. ის წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფრანგული ენასა და ლიტერატურას ასწავლის. „გარდა პროფესიული საქმიანობისა, დაკავებული ვარ გამოყენებითი და დეკორატიული ხელოვნებით. წლის სხვადასხვა დროს სხვადასხვა დანიშნულების ნივთებს ვაწყობ. რადგან საახალწლო პერიოდია, ამ თემატიკაზე შექმნილი გამოფენა მოეწყო, მინდა ბევრმა ადამიანმა ნახოს და გაიცნოს ჩემი შემოქმედება“,–განაცხადა მან.

ასმათ გოგატიშვილი შეკვეთებს ძირითადად სოციალური ქსელით იღებს. ამბობს, რომ მისი ნივთებით წლების მანძილზე არაერთი ადამიანი დაინტერესდა. შემდგომი გამოფენისთვის უკვე ემზადება, გამოფენა–გაყიდვა წერეთლის უნივერსიტეტში მოეწყობა.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი