|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გამოიცა 2026 წლის ინტერრელიგიური კალენდარი

გამოიცა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს 2026 წლის ინტერრელიგიური კალენდარი, სადაც ტრადიციულად ერთი კალენდრის ფორმატში თავმოყრილია საქართველოში არსებული სხვადასხვა რელიგიური თემის დღესასწაულები.

ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, წლევანდელ კალენდარში დაიბეჭდა საზღვარგარეთ არსებული ქართული კულტურის ძეგლების ფოტოები.

„რელიგიის სააგენტომ ასევე გამოსცა ბრაილის შრიფტით დაბეჭდილი ინტერ-რელიგიური კალენდარი, რომლის მიზანი უნარშეზღუდულ ადამიანთა მიმართ საზოგადოების მგრძნობელობის ამაღლება და შშმ პირთა საზოგადოებაში მაქსიმალური ჩართულობის ხელშეწყობაა.

პროექტის მიზანია განსხვავებულ რელიგიურ ჯგუფებს შორის ურთიერთცნობადობის ამაღლება და ინტერ-რელიგიური კულტურის განვითარების ხელშეწყობა. აღსანიშნავია, რომ კალენდარი ვრცელდება არა მხოლოდ რელიგიურ თემებში, არამედ პრაქტიკულად, ყველა საჯარო უწყებაში, რაც ხელს უწყობს საჯარო მოხელეთა ცნობიერების ამაღლებას რელიგიური მრავალფეროვნებისა და ტოლერანტობის მიმართულებით“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

 

ავტორი:

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 35.48%
გაუარესდა - 52.42%
არ შეცვლილა - 12.1%
სულ - 124 ხმა