|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

განისაზღვრა ონკოლოგიური კვლევების ჩამონათვალი, რომელსაც სახელმწიფო დააფინანსებს

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ, ექიმი ონკოლოგების, კლინიკების ჩართულობით, ქიმიო, ჰორმონო და სხივური თერაპიის დროს ჩასატარებელი აუცილებელი გამოკვლევების ჩამონათვალი და მომსახურების ტარიფები განსაზღვრა.

სამინისტროს ცნობით,  მოიხსნა ე.წ. სატარიფო არეალის პრინციპი და მომსახურება ყველა სამედიცინო დაწესებულებაში უწყების მიერ დადგენილი ტარიფებით ანაზღაურდება. მკურნალობის პროცესში აუცილებელ გამოკვლევებს კი სახელმწიფო სრულად დააფინანსებს.

„100%-ით ფინანსდება ქიმიოთერაპიის დროს ჩასატარებელი აუცილებელი გამოკვლევები:

სისხლის საერთო ანალიზი, კოაგულოგრამა,

 კრეატინინის განსაზღვრა სისხლში,

ღვიძლის ფუნქციური სინჯები – ALT,

ღვიძლის ფუნქციური სინჯები – AST,

ბილირუბინი (საერთო), ბილირუბინი (პირდაპირი),

ელექტროლიტები (Ka, Na, Ca),

ღვიძლის ფუნქციური სინჯები – GGT,

ტუტეფოსფატაზა, შარდის საერთო ანალიზი;

ქიმიოთერაპიის დროს, პაციენტის საჭიროების გათვალისწინებით, ჩასატარებელი დამატებითი ლაბორატორიული კვლევები: ალბუმინის განსაზღვრა სისხლში, მაგნიუმის განსაზღვრა სისხლში;

ჰორმონოთერაპიის დროს ჩასატარებელი აუცილებელი გამოკვლევები: სისხლის საერთო ანალიზი, კოაგულოგრამა, კრეატინინის განსაზღვრა სისხლში, ღვიძლის ფუნქციური სინჯები – ALT, ღვიძლის ფუნქციური სინჯები – AST“, – აღნიშნულია ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.

ავტორი: